სტონტელბერგი საქართველოში ჩამოვა

16 მარტი 2024, 20:05 378 ნახვა

ილჰამ ალიევს შეხვდება ხვალ, ნატოს გენერალური მდივანიც. იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ კი პირდაპირ თბილისში ჩამოვა.   

სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი დადასტურებაა, რომ საქართველო არის მოკავშირეებისთვის სანდო ქვეყანა. 

ხელისუფლების საგარეო კურსით უკმაყოფილო ოპოზიცია კი ნატოს გენერალური მდივნის ჩამოსვლას სწორედ საგარეო ვექტორს უკავშირებს.

რა სათქმელი დაუგროვდა იენს სტოლტენბერგს ირაკლი კობახიძისთვის 25 დღეში, რადგან 21 თებერვალს შეხვდა მას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში. 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში