ნატო-საქართველოს კომისიის შემდეგ, რომელზეც ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა, იენს სტოლტენბერგს მთავრობის მეთაური ახლა საქართველოში უმასპინძლებს.
ხვალიდან სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში - საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს იწყებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგი ჯერ ილჰამ ალიევს შეხვდება, ხვალ კი ბაქოდან საქართველოში ჩამოვა, მომდევნო გაჩერების ადგილი კი სომხეთია.
სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტი სახელისუფლებო წრეებში უკვე შეფასდა როგორც ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მოკავშირეებისთვის სანდო ქვეყანაა.