ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. დასრულებულია შენობის გადახურვა, მონტაჟდება გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. დაწყებულია სცენისა და საორკესტრო ორმოს ბეტონის ფილის დასხმა.
სამუშაოები თეატრში 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.