სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეცხრე შეხვედრას ოფიციალურად ბაქომ უმასპინძლა. ტრადიციულ მინისტერიალში საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი მონაწილეობდა. სამი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა განიხილეს სამეზობლო პოლიტიკა, მასშტაბური პროექტები და სამომავლო გეგმები.