ბელგოროდში დაბომბვის გამო საპრეზიდენტო არჩევნები შეჩერდა

15 მარტი 2024, 13:31 374 ნახვა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო და საარტილერიო შეტევის გამო საპრეზიდენტო არჩევნები შეჩერდა და მოსახლეობა სპეციალურ თავშესაფრებში ჩავიდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ბელგოროდის თავზე ზალპური ცეცხლის დანადგარის, „ვამპირის“ 7 რეაქტიული ჭურვი გაანადგურეს. ქალაქში რამდენჯერმე საჰაერო განგაშის სირენების ხმები გაისმა.

ბელგოროდში დაბომბვის შედეგად რამდენიმე მანქანა და სახლი დაზიანდა. ერთი ავტომობილი მთლიანად დაიწვა.

„მედუზას“ ცნობით, კენჭისყრის პროცედურა დაახლოებით 15 წუთში განახლდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი