აშშ გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს

15 მარტი 2024, 09:50 389 ნახვა

აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

მეთიუ მილერის თქმით, აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მუდმივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის შელახვისკენ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ჩატარებული ყალბი არჩევნების გზით.

მისი თქმით, ეს „სპექტაკლი“ კიდევ უფრო ადასტურებს რუსეთის საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა უგულებელყოფას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი