უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 76 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

15 მარტი 2024, 09:46 446 ნახვა

დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში  გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია დედაქალაქის სიახლოვეს საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ვინიცის ოლქში საცხოვრებელ სახლს დაეჯახა - დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი.  დაფიქსირდა იერიშები სუმის ოლქშიც, არიან დაშავებულები.

უკრაინული გენშტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 76 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მათივე ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ ზეწოლას ფრონტის მთელ ხაზზე, ყველაზე ცხელ წერტილებად ნოვოპავლოვსკის და ავდეევსკის მიმართულება რჩება, რუსებმა 16 სარაკეტო და 130 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, 65-ჯერ გაისროლეს უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ უბნებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი