ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. გამოძიების ინფორმაციით, ირანის მოქალაქე მამაკაცს გასასყიდად შეფუთული ჰეროინის ათი პაკეტი გადაყლაპული ჰქონდა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 300 გრ. „ჰეროინი“ სხეულით შემოტანას გეგმავდა. ორ თვიან წინასწარ პატიმრობაში რჩება ბანგლადეშის მოქალაქეც, რომელიც ე.წ. კურიერის ფუნქციას ასრულებდა და ტელეგრამით გაყიდული სასიკვდილო ნივთიერებები დანიშნულების ადგილზე მიჰქონდა. ირკვევა, რომ ეს უკანასკნელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს, მათ შორის, 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.