საქართველო სტონტელბერგის ყოველწლიურ ანგარიშში

14 მარტი 2024, 20:09 504 ნახვა

ნატო გასული წლის საქმიანობას აჯამებს და ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მიერ წარდგენილ დოკუმენტში ნატო-ს მუშაობასა და მიღწევებზე, ასევე ნატო-საქართველოს პარტნიორობაზეა საუბარია. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ყოველწლიური ნატო-ს საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი არის ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი. როგორც ანგარიშში წერია, ნატო-ს მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ქვეყანამ თავისუფლად უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილებები და განსაზღვროს თავისი უსაფრთხოების არქიტექტურა, მათ შორის, რომელ ხელშეკრულებას ან ალიანსს შეუერთდეს. ანგარიშში ხაზგასმით წერია, რომ ვილნიუსის სამიტის კომუნიკემ დაადასტურა, მოკავშირეების ერთგულება ნატო-ში საქართველოს საბოლოოდ წევრობის მხარდაჭერის მიმართ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი