ე.წ-ლი ვეტინგის, ანუ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასების სისტემა ისევ სადავო და პოლიტიკოსებს შორის ურთიერთბრალდებების მიზეზია.
საპარლამენტო უმცირესობის, კონკრეტულად კი ენმ-ს მოთხოვნას ქართული ოცნების გარდა ზოგი ოპოზიციური პარტიაც ემიჯნება. გახარიას პარტიაში მიაჩნიათ, რომ სასამართლო სისტემაში, სადაც მთავარი რეფორმებია ჩასატარებელი, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელშიც დეპუტატების აზრით, უნდა მოხდეს გავლენის ჯგუფის ძალაუფლების რეკონსოლიდაცია.
უმრავლესობის რწმუნებით, ცვლილებები მართლმსაჯულებაში ჩარევას ისახავს მიზნად, ამიტომ ინიციატივა მმართველი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ომბუდსმენს კი მიაჩნია, რომ ე.წ. „ვეტინგის“ სისტემასთან მიმართებით ყველა გადაწყვეტილება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან.