პუტინი ამომრჩევლებს მოუწოდებს გაერთიანდნენ რუსეთის უკეთესი მომავლისთვის

14 მარტი 2024, 14:05 429 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა  ამომრჩევლებს, მათ შორის უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში მოუწოდა  მონაწილეობა მიიღონ   საპრეზიდენტო არჩევნებში  და  გაერთიანდნენ რუსეთის უკეთესი მომავლისთვის. „სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი ერთად დგომა და სიმტკიცე, რათა   ერთად ვიაროთ წინ.  თითოეულის  ხმა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პუტინმა ვიდეომიმართვის დროს.

71 წლის პუტინი  2000   წლიდან ხელისუფლებაში  ხან  პრეზიდენტის და ხანაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იმყოფებოდა. 

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში  კენჭისყრის პროცესი პარასკევს დაიწყება და  სამი დღე გაგრძელდება. პუტინს სამი ოპონენტი ჰყავს, რომლებიც მის მიმართ ოპოზიციურად არ არიან განწყობილი.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში