მართლმსაჯულების რეფორმა და 9 ნაბიჯი ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’’ ხელისუფლებას სასამართლო სისტემის მოწესრიგების რეკომენდაციებით მიმართავს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კანონმდებლობის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის საუბარია კანონმდებლობაზე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროკურატურას და გენერალური პროკურორის არჩევის წესს შეეხება.
მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს შეაფასოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, შექმნას მისი გაჯანსაღების სტრატეგია და შეიმუშავოს მექანიზმი მოსამართლეთა ნაწილის კეთილსინდისიერების შესამოწმებლად, ასევე პარლამენტმა დაასრულოს კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს გენერალური პროკურორის არჩევისთვის ხმების კვალიფიციურ უმრავლესობამდე გაზრდას.