12 წლიანი განაჩენი როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულებს

13 მარტი 2024, 20:03 514 ნახვა

პროკურატურაში დღეს ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ისაუბრეს. კერძოდ, როგორც ცნობილია, ნაფიცმა მსაჯულებმა სამხედრო მოსამსახურის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი