საკონსტიტუციო სარჩელი ადვოკატთა ასოციაციის წინააღმდეგ 

13 მარტი 2024, 14:01 330 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო ადვოკატთა ასოციაციის წინააღდეგ  შესულ სარჩელს განიხილავს. მოსარჩელე ადვოკატი გოგი გვიდიანია.

გასაჩივრებულია  კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი,  რომლითაც  პირს ერთმევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის საპროცესო კოლეგიის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. 

მოსარჩელის პოზიციით, გასაჩივრებული  ნორმები არაკონსტიტუციურია და ზღუდავს რიგ უფლებას, მათ შორის  სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მოპასუხე მხარე  ადვოკატთა ასოციაციაა. 

საქმეს   საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში