ამერიკამ საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. და რატომ უთხრეს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანს უარი და რატომ არ აძლევს მას ამერიკა ვიზას?
მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო, კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა საჩივარიც, რომლითაც ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის მუხლს დაეყრდნო, რომელიც ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.