ადეიშვილი უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში - განცხადებები

11 მარტი 2024, 15:08 508 ნახვა

საქართველოს მთავრობა უკრაინის ხელისუფლებას ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის გადმოცემას სთხოვს და შეშფოთებას გამოთქვამს ყოფილი გენერალური პროკურორის და საქართველოს მართლმსაჯულების მიერ ძებნილი პირის უკრაინის დელეგაციასთან ერთად ევროპაში შეხვედრებში მონაწილეობის გამო.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ასეთი ფაქტები ძირს უთხრის ქართული საზოგადოების აღქმას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არის ფასეულობების ერთგული". პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილი საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს შეხვდა. 

შეხვედრისას ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.  

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი