სოციალური სახლის მშენებლობა ქედაში

10 მარტი 2024, 12:00 834 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში გასულ თვეს გააქტიურებული მეწყრული პროცესების შესწავლა ამ დრომდე გრძელდება.

სპეციალისტების საბოლოო დასკვნამდე 150-მდე დაზარალებული ოჯახი მერიამ  დროებით ქირით გაიყვანა, აღნიშნულ  ოჯახებს სპეციალისტების რეკომენდაციის შესაბამისად სოციალურ სახლში გაასახლებენ ან დამეწყრილ ტერიტორიაზე აღდგენით სამუშაოებს განახორციელებენ.

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი სოციალური სახლის მშენებლობა მომდევნო წელს დასრულდება.

პროექტისთვის ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარი დაიხარჯება, 70 ოჯახზე გათვლილი მრავალბინიანი სახლი დაბა ქედის ტერიტორიაზე თამარ მეფის ქუჩაზე აშენდება.

გასულ წელს მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის  600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა და 50-მდე ლოკაციაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი