არასწორი მგონია, ყოველ კვირა ვისაუბრო კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტზე. ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა და ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობაზე, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ძალიან დიდ უბედურებასთან - ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა და ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ გახდებოდა პრეზიდენტი, რომლის რეიტინგი იყო დაახლოებით 1%, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, მას ხელი მოჰკიდა და დასვა პრეზიდენტად.
რამდენიმე წელიწადში ჩვენ ვხედავთ, როგორ არის ჩართული სალომე ზურაბიშვილი ამ დესტრუქციული, მტრული, ანტიქართული, ანტიეროვნული ძალის ფერხულში. სამწუხაროა ძალიან, მაგრამ ქართველი ხალხი ძალიან მალე გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას. ძალიან მალე დაუმთავრდება სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა და ქართველი ხალხი შესაბამის დასკვნას გააკეთებს მის მოღვაწეობაზე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.