თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მუშაობას გაეცნო

09 მარტი 2024, 10:15 430 ნახვა

სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო ობიექტებს ესტუმრა. ირაკლი ჩიქოვანმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად საცხოვრებელი ყაზარმები, სპეციალური აღჭურვილობა, ავტოპარკი, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერეს.

ირაკლი ჩიქოვანი ადლიაში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზეც იმყოფებოდა და სამხედრო სამსახურის პირობებს გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, დასავლეთის სარდლობაში უკვე დასრულებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და იგეგმება სამხედრო მოსამსახურეების პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი