პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

08 მარტი 2024, 16:41 355 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო გადასცა ორგანიზაცია „საფარის“ თანადამფუძნებელ ბაბუცა პატარაიას, უფლებადამცველ ანა არგანაშვილს, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ დამფუძნებლებს – ელისო ამირეჯიბისა და ნატო შავლაყაძეს და ორგანიზაციის „ვეძებ“ დამფუძნებელ თამარ მუსერიძეს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატი, ორგანიზაცია „საფარის“ თანადამფუძნებელი ბაბუცა პატარაია დააჯილდოვა ქალთა უფლებების დაცვისა ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის.

ანა არგანაშვილი დაჯილდოვდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

„ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ დამფუძნებლებს: ელისო ამირეჯიბს და ნატო შავლაყაძეს სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ გენდერის ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემური ცვლილებების ადვოკატირებისა და ადამიანური რესურსის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის.

პრეზიდენტმა თამარ მუსერიძე დააჯილდოვა განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისათვის, პირადული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები უფლებადამცველებს პირადად გადასცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი