1 წელი 7-8 მარტის საპროტესტო აქციებიდან. პრეზიდენტმა ე.წ-ლი რუსული კანონის წინააღმდეგ მონაწილე ახალგაზრდებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. მან ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს იმ სამოქალაქო აქტიურობისათვის, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა და საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა.
პრეზიდენტის განცხადებით, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდების ჩართულობა, არჩევნებზე მისვლა და არჩევნებში მონაწილეობისათვის მობილიზება, რადგან ხშირად არჩევნებზე ახალგაზრდების დაბალი აქტივობა ფიქსირდება.