ევრორეკომენდაციის 3 პუნქტს პარლამენტი კენჭს უყრის

06 მარტი 2024, 12:08 487 ნახვა

პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციების ნაწილს სულ ცოტა ხანში უყრის კენჭს.   მმართველი გუნდის ინიციატივა ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კანონებში ცვლილებებს გულისხმობს.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ კანონპროექტები ვენეციის კომისიის დასკვნებს არ პასუხობს, ამიტომ ცვლილებებს არ მიესალმება.  

მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ პაკეტში ყველა ის ძირითადი საკითხია ასახული, რომლებიც კონსტიტუციურ პრინციპებთან თავსებადია და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შესაძლებლობას იძლეოდა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი