ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ძირითადად სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებით დაისვა შეკითხვები.
გაიცა სხვადასხვა სახის რეკომენდაცია არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც. შეხვედრას მერიის სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი მოქალაქეების გამოწვევებზე დროული და ეფექტური რეაგირებაა.