ელგუჯა ბაგრატიონი შეპყრობილია მარგარიტა სიმონიანით - ცოტნე ანანიძე

05 მარტი 2024, 16:23 364 ნახვა

„ უმაღლესი საბჭოს სხდომების ნახევარზე მეტს არ ესწრებოდნენ ჩვენი ოპონენტები. არსებობს არქივი, რითაც დასტურდება, რომ კითხვებისა და ინციატივების უმეტესობა, ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდან, შეეხებოდა სწორედ სოციალურ სახლებსა და ფერდსამაგრებს, რასაც ყოველთვის თან სდევს შემხვედრი ნაბიჯები აღამასრულებელი ხელისუფლებიდან"- ამის შესახებ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე აცხადებს. 

მისივე განმარტებით, სხდომებზე, რომლებსაც ესწრებოდნენ მათი ოპონენტები, მხოლოდ პუტინი და სიმონიანი იყო მათი ნარატივი.

"თავიანთ ხაფაგშივე არიან მოქეულები, ელგუჯა ბაგრატიონი კი, ირონიით რომ ვთქვათ, შეპყრობილია მარგარიტა სიმონიანით,“- განაცხადა ცოტნე ანანიძემ, საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიის გახსნისას, ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში