დაკავებული სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა

19 მარტი 2017, 00:00 2406 ნახვა

დაკავებების სერია გრძელდება. შსს-მ ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით ჯამში 15 პირი დააკავა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა გუშინ დაკავებულ 9 პირზე. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლის სხვადასხვა ნაწილით მიმდინარეობს, რაც მასობრივ არეულობას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, პოლიციელზე და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმას გულისხმობს. რამდენიმე წუთის წინ დატოვეს წინასწარი დაკავების იზოლატორი სახალხო დამცველის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.  

ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ საღამოს 7 საათზე დაიწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული 9 პირის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის სხდომა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში, ასევე განყოფილებებში, ამ დროისთვის 15 პირი იმყოფება. აქედან 6-ს პატიმრობა აქვს აღკვეთის სახით შეფარდებული, ერთი კი გირაოს სანაცვლოდაა განთავისუფლებული. დაკავებების, ბრალდებების, ასევე აქციის ღამის ქრონოლოგიას მთავარში 9-ზე დავუბრუნდებით. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში