"მთელ ქვეყანას აგიმღერებ" - ამ სახელწოდებით ქობულეთში მუსიკალურ ჯგუფ "რეროს" პირველი სოლო კონცერტი გაიმართა. ჯგუფის წევრებმა მაყურებლებისთვის ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი ქართული სიმღერები შეასრულეს.
ასევე სცენაზე გაჟღერდა ჯგუფის წევრებისთვის დაწერილი საავტორო სიმღერაც.
ცოცხალ შემოქმედებას მსმენელისთვის ჯგუფი ''რერო'' დედაქალაქიდან სპეციალურად მოწვეული მუსიკალური ბენდის თანხლებით ასრულებდა.