უბედური შემთხვევა თერჯოლაში - მდინარეში სამი ადამიანი დაიხრჩო, ერთის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

02 მარტი 2024, 20:08 731 ნახვა

უბედური შემთვევა თერჯოლაში. სოფელ საზანოში, მდინარე ძუსას ჩანჩქერში ჩავარდნილი 3 ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება, ერთი მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

მაშველებმა, ერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში ჩავარდნილ მოზარდს დასახმარებლად, 4 ადამიანი მიეშველა და დინებამ ისინიც გაიტაცა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში