მინდა, მადლობა გადავუხადო პარტიის წევრებს, რომ არა მათი მხნეობა, ჩართულობა, ჩვენ ასე ღირსეულად ვერ დავდგებოდით ქვეყნის სადარაჯოზე - მამუკა მდინარაძე

02 მარტი 2024, 14:48 460 ნახვა

ძალიან სასიამოვნოა პარტიის წევრებთან შეხვედრა, ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან ქვეყნისთვის, პარტიის გამარჯვებისთვის, რათა, საბოლოო ჯამში, ქვეყანა იყოს გამარჯვებული, – ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პარტიის თავმჯდომარემ დააანონსა 10 დიდი შეხვედრა რეგიონებში. შეხვედრები აჭარიდან დაიწყო.

„ჩვენს აქტიურ წევრებთან, პარტიულ ლიდერებთან, ადგილობრივ ლიდერებთან გვაქვს ხოლმე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც დღეს მოხდა. ძალიან სასიამოვნოა თითოეულ მათგანთან შეხვედრა, ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის, თავიანთი პარტიის გამარჯვებისთვის, რათა, საბოლოო ჯამში, ქვეყანა იყოს გამარჯვებული. მე თითოეულ მათგანს, მინდა, მადლობა გადავუხადო აქედან, აჭარიდან, რომ არა მათი ასეთი მხნეობა, ჩართულობა, ჩვენ ასე ღირსეულად ვერ დავდგებოდით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი