არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან - ირაკლი ღარიბაშვილი 

02 მარტი 2024, 14:15 462 ნახვა

არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ, საკითხი არის ასე, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აჭარაში პარტიულ აქტივთან შეხვედრა გამართა.

ღარიბაშვილის თქმით, პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო კამპანიის დაწყებას ეხებოდა.

„ჩვენ დღეს დავიწყეთ შეხვედრები რეგიონებში. პირველი შეხვედრა გავმართე აჭარაში. ორი კვირის წინ დავაანონსე, რომ 100 დღის განმავლობაში ათ რეგიონში გავმართავდი პარტიულ ღონისძიებებს და პირველი შეხვედრა დავიწყეთ აჭარით.

 

დღეს შევხვდი პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს პარტიულ აქტივს. ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის, ამ არჩევნების ძლიერად მოგება.

 

ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს, კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის ასე, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან და, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი განწყობაა. მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ახლა ყველგან, ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები, შეხვედრები რეგიონებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში პარტიულ აქტივთან შეხვედრები აჭარიდან დაიწყო. პირველი შეხვედრა, დღეს, ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი