ავარიული გზა

19 მარტი 2017, 00:00 2364 ნახვა

ბათუმი - ხულოს 81 კილომეტრიანი მონაკვეთის დასაფარად მძღოლებს ბოლო რამდენიმე თვეა 2 საათის ნაცვლად 3 საათი სჭირდებათ - გახანგრძლივებულ დროს მოსახლეობა ცენტრალურ მაგისტრალზე არსებულ ორმოებს უკავშირებს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა შუახევი - ხულოს დამაკავშირებელ გზაზე, სადაც დღის განმავლობაში ათობით მძიმე ტექნიკა გადაადგილდება. მძღოლების უმრავლესობა დაზიანებულ გზას „შუახევი ჰესის“ მშენებლობას უკავშირებს. საქართველოს საავტომობილო გზების აჭარის რეგიონალური სამსახურის უფროსის განმარტებით, უხვი ნალექის და ყინვის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს ორმოების ამოვსება. ზურაბ სიხარულიძის განცხადებით ცენტრალური გზის 58 დან 68 კილომენტრამდე მონაკვეთი და ხულოს ცენტრის გზა სრულად განახლდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში