განათლების მინისტრის ბრძანებით, უნივერსიტეტებს შეეძლებათ ზოგიერთი მიმართულების ბაკალავრი 3-წლიანი გახადონ, ხოლო მაგისტრატურა 1-წლიანი.
ბაკალავრიატის მიმართულებით ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე მოსახვედრად ეროვნული გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ იქნება.
როგორია მინისტრის პოზიცია და რა რისკებზე საუბრობენ სფეროს ექსპერტები.