11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს კიდევ 1 პირი დააკავა. გამოძიება ამ შემთხვევაშიც სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლის სხვადასხვა ნაწილით მიმდინარეობს, რაც მასობრივ არეულობას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, პოლიციელზე და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმას გულისხმობს. ამავე ბრალდებით გუშინ დააკავეს 8 მოქალაქე. გუშინ და დღეს დაკავებულები სასამართლოში, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის შესაძლოა დღეს გადაიყვანონ.