მერაბ ღოღობერიძის დაკითხვა დღეს დასრულდა - არასამთავრობო ორგანიზაცია კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკითხეს. ღოღობერიძის თქმით გამოძიებას აქციის დეტალებთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები და ამდროისთვის მის მიმართ გამოძიებამ ამოწურა ყველა საკითხი, მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.