ქობულეთში, სოფელ გვარაში, ლაზიშვილების საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ რამდენიმე თვის წინ გზის ნაწილი დაზიანდა, უფრო კონკრეტულად კი ეროზიის შედეგად მიწაა დაწეული, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრის მინდია სურმანიძის განცხადებით საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ 5 ოჯახს. ქობულეთის გამგეობაში კი ამბობენ, რომ გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, საფრთხის ქვეშ იყო მხოლოდ ერთი ოჯახი, რომელიც ამ დროისთვის ქირითაა გაყვანილი, იგი ასევე ჩასმულია ეკომიგრანტთა პროგრამაში.