არასრულწლოვნების სასამართლო

18 მარტი 2017, 00:00 2218 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ გუშინ  2 არასრულწლოვნის საქმეც განიხილა. პროცესი დახურული იყო. მოსამართლემ ერთ-ერთი პატიმრობაში დატოვა, მეორე კი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მათ ბრალი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და პოლიციელებზე, ასევე სახელმწიფო შენობაზე თავდასხმაში ედებათ. რაც შეეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს -  აქციის შემდეგ სამართალდამცველებმა დაახლოებით 80 პირი დააკავეს. ამ დროისთვის 45 საქმეა შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმეების განხილვა. 7 პირს 5-5 დღით პატიმრობა შეეფარდა, 18 დაჯარიმდა, ერთ არასრულწლოვანს შენიშვნა მისცეს, ორი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო 13 საქმის განხილვა გადაიდო.

ამავე კატეგორიაში