საკონსტიტუციო სასამართლომ “ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

28 თებერვალი 2024, 12:43 530 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ “ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. 

მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს წესს, რომელიც მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას იძლევა, მის მიერ, კონკურსში მონაწილე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შესახებ წინასწარი საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში.

სწორედ ამ წესით იქნა აცილებული ანა დოლოძე კონკურსს. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მოსამართლის კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით განცხადებისას მოქმედებს არა პირადი ინტერესით, არამედ საზოგადოებრივ ინტერესის დაცვის მიზნით – მართლმსაჯულება განახორციელონ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობის შესაფერისმა პირებმა.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისაგან მისი აცილების შემთხვევაში იგი ვერ ახორციელებს კონსტიტუციით მისთვის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის დაკისრებულ არსებით ფუნქციას. რის გამოც ეზღუდება საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი