პრეზიდენტის მორიგი ინტერვიუ უცხოურ მედიასთან. სალომე ზურაბიშვილი Sky News-თან ინტერვიუში 26 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და მიმდინარე წელს მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან როგორც ამბობს, არის შემოტევები, რომ არიან პრორუსული ჯგუფები, რომ შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად.
კითხვაზე, ღელავს თუ არა, რომ რუსეთს ისევ აქვს ამხელა გავლენა ქვეყანაზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ“.