ხმაური ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე

27 თებერვალი 2024, 15:02 663 ნახვა

ხმაურით დაიწყო ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა. ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე აუდიტის 2021-2022 წლების ანგარიშთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ითხოვდა, რისი საშუალებაც არ მიეცა.

საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას რეგლამენტის დაცვას სთხოვდა და არწმუნებდა, რომ განცხადების გაკეთება მათ დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხვადასხვა საკითხში მიეცემოდათ.

მამუკა ჯევაიში ამბობს, რომ აუდიტის დასკვნაში საუბარია ხელფასების არ არსებულ თანამშრომლებზე გაცემაზე, საწვავის დიდი რაოდენობით ხარჯვასა და ბიუჯეტში გამოთავისუფლებულ თანხებზე. საბოლოოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დარბაზი დატოვეს. სხდომა გაგრძელდა, დეპუტატებმა კენჭი უყარეს 6 საკითხს. მათ შორის ბიუჯეტში ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტი თითქმის 50 მილიონი გახდა.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, სხვა საკითხებზე კი გამოძიება მიმდინარეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში