„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯია.
შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტის კომიტეტებს, რომ საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირონ და თუ საჭირო გახდება, ვენეციის კომისიას გაუგზავნონ კვლავ, მათი მოსაზრებების მოსასმენად. აღნიშნულის შესახებ განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ოფისში გაკეთდა.
ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი, სამწუხაროდ, ვერანაირად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საქართველოს ევროკომისიამ და ვენეციის კომისიამ დაუდგინა. რიგი მიმართულებით კი ჩაწერილია ისეთი საკითხები, რომლებიც საერთოდ არავის მიერ არ არის მოთხოვნილი.