რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს, – ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია აკრძალვა ძალაში პირველი მარტიდან შევა და ექვსი თვე გაგრძელდება.
აკრძალვის მიზეზი რუსეთში ბენზინის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ფასების სტაბილიზაციაა.
როგორც ცნობილია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა არ გავრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ე.წ სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე, ასევე მონღოლეთსა და უზბეკეთზე.