საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე სამი პირი დააკავა

27 თებერვალი 2024, 11:03 317 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია სამი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100-ლარიანი და 1 ცალი 50-ლარიანი ყალბი კუპიურა. გამოძიების პროცესში აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში