გომარდული ვიზიტორების მოლოდინში

18 მარტი 2017, 00:00 2691 ნახვა

“კურორტი გომარდული ტურისტების მიღებას მომდევნო წელს შეძლებს” - აცხადებს სააქციო საზოგადოების წევრი ხვიჩა შარაშიძე, რომელიც უმაღლეს საბჭოში შუახევის მაჟორიტარი დეპუტატიცაა. შარაშიძის ინფორმაციით აქციონერებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და ინვესტორებს ყადაღა უახლოეს დღეებში მოეხსნებათ. გომარდული  ექვსი წლის წინ გაიხსნა და მხოლოდ ერთ სეზონზე შეძლო ვიზიტორების მიღება. გახსნიდან ერთ წელიწადში აქციონერებს სახელმწიფომ ბაჟის სახით 126 000 ლარის გადახდა დააკისრა. დღეს თანხის გადაუხდელობის გამო სააქციო საზოგადოების ქონება 600 ათასი ლარითაა დაყადაღებული.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში