სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებს განაგრძობს. ზურაბიშვილი, უკვე შეხვდა, საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავასა და "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარეს, გიორგი ვაშაძეს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი ქვეყნის ევროპულ მომავალზე ერთობლივ პლატფორმაზე მსჯელობაა. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციასა და ზურაბიშვილს ერთობლივი რადიკალური გეგმები აქვთ.