შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის მცხოვრებლებმა თამარის დასახლებაში ეკომიგრანტებისთვის გათვალისწინებული კორპუსი გვიან ღამით დატოვეს. შენობა დატოვა სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა. ისინი შენობაში ღამით შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოლაპარაკებები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა, ასევე ქალაქის მერმა გამართეს. ბუთურაულის მკვიდრები ამბობენ, რომ ე.წ. წითელ ზონაში" მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ და საცხოვრებელს ითხოვენ. მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღეს დაპირება, რომ პრობლემის გადაჭრის მიზნით გაიმართება შეხვედრები. სოფელს გეოლოგები შეისწავლიან და გადაწყვეტენ, თუ რომელი ოჯახები ექვემდებარებიან განსახლებას. ადგილზე იმყოფებოდა შუახევის გამგებელიც, რომელიც მოსახლეობას სოციალური მდგომარეობის საკითხის შესწავლას დაჰპირდა.