საპროტესტო აქცია ქაქუთში

26 თებერვალი 2024, 14:18 986 ნახვა

საპროტესტო აქცია ქობულეთში. სოფელ ქაქუთის მცხოვრებლები სოფლის ცენტრში მდებარე ციტრუსის მიმღები საწარმოს  შენობის  გასხვისებას  ეწინააღმდეგებიან.  როგორც მოსახლეობა ამბობს, ისინი წლებია ამ შენობა-ნაგებობას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ.

სეზონურად ციტრუსს და თხილს აბარებდნენ და ასაწყობებდნენ, სამუშაოებზე კი 50 ადამიანი იყო დასაქმებული. მოსახლეობის ინფრომაციითვე, შენობით აჭარის ფინანსთა და  ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის ბიძაშვილია დაინტერესებული.  

მოსახლეობა 12  მარტამდე აძლევს მინისტრს ვადას საკითხით დაინტერესდეს და შენობა კვლავ სოფელს დაუბრუნდეს.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ "ქაქუთის ე.წ ციტრუსის პავილიონი 2013 წლის 22 აგვისტოს გასხვისდა.

ხელშეკრულების პირობის მიხედვით, მესაკუთრემ ე.წ ციტრუსის პავილიონის პროფილის შენარჩუნება 20 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს.  

როგორც სასოფლო სამეურნეო რეგიონალური კოოპერატივის "აჭარის თემი" წარმომადგენელი ამბობს,   შენობა - ნაგებობა მე-11 წელია  რეგიონალური კოოპერატივის ბალანსზე ირიცხება.

ისინი მოსახლეობის პროტესტს ხელოვნურად პროვოცირებულ უწოდებენ და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი