ბელგიის დედაქალაქის ქუჩებში ფერმერებმა საბურავები დაყარეს და ზოგიერთს ცეცხლი წაუკიდეს. ისინი იაფი სურსათის იმპორტს, გარემოსდაცვით წესებსა და მსხვილი ფირმების სასარგებლოდ სუბსიდიებს აპროტესტებენ.
სპეცრაზმმა ქუჩებში ცეცხლის ჩასაქრობად წყლის ჭავლი გამოიყენა.
ფერმერები შემოსავლების გაზრდას და ნაკლებ ბიუროკრატიას ითხოვენ და იაფი უკრაინული საქონლის გამო არაკეთილსინდისიერ კონკურენციას აპროტესტებენ.