ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკური ძლიერების დემონსტრირების მიზნით ათასობით მხარდამჭერი სან პაულოს პაულისტას გამზირზე შეკრიბა. ბრაზილიის ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც შესაძლოა მისი დაპატიმრებით დასრულდეს.
ულტრამემარჯვენე ყოფილმა პრეზიდენტმა მხარდამჭერები მას შემდეგ შეკრიბა, რაც ამ თვის დასაწყისში სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო პოლიციის რეიდის სამიზნე გახდა.
ბოლსონარო წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და 8 იანვრის ამბოხებაში მონაწილეების ციხეებიდან გათავისუფლებას მოითხოვს.