ანტიმემარჯვენეთა საპროტესტო ტალღა განახლდა გერმანიაში. ჰამბურგში ათობით ათასი მომიტინგე მემარჯვენე ექსტრემიზმისა და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" წინააღმდეგ გამოვიდა.
ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით, აქციაში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ჰამბურგში ეს უკვე მესამე მასშტაბური დემონსტრაციაა მემარჯვენეების წინააღმდეგ.
პროტესტს ასევე შეუერთდა რამდენიმე პროპალესტინელი დემონსტრანტი პალესტინის დროშებით.