„კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსი, გამოწვევები და შესაძლებლობები„ - აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებს საინფორმაციო შეხვდერა ჩაუტარდათ.
შეხვედრაზე ისაუბრეს კიბერჰიგიენის ძირითადი მიდგომების შესახებ და აგრეთვე,ონლაინ სივრცეში არსებულ პრობლემებსა და საფრთხეებთან გამკლავების მეთოდებზე.
საჯარო მოხელეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
კიბერუსაფრთხოების საკითხებზე აჭარის საჯარო მოხელეებისთვის თემატური სემინარები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება, შეხვედრა უკვე გაიმართა ქობულეთში ხოლო მომდევნო ეტაპზე აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში გაგარძელდება.