ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 ადამიანი დააკავეს

23 თებერვალი 2024, 20:02 408 ნახვა

მასშტაბური დაკავებები ქვეყანაში. ირკვევა, რომ დაახლოებით 2 თვეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 ადამიანი ამხილეს, აქედან 27 არის ნარკორეალიზატორი. ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ისაუბრა.

თეიმურაზ კუპატაძემ ჩამოთვალა სხვადასხვა მეთოდი, რომლითაც ნარკორეალიზატორები მოქმედებენ: „დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული - ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები".

როგორც შსს აცხადებს, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.

საქართველოს პროკურატურამ კი 2024 წელს, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდება 270 პირს წარუდგინა, მათ შორის 41 პირს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის, გასაღების მცდელობისა და მომზადებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში